ელექტრიკი გამოძახებით

ელექტრიკი გამოძახებით თბილისში მოგიგვარებთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერი მოცულობის და სირთულის პრობლემას, დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და ანდეთ თქვენი საქმე პროფესიონალს.

  • სხვადასხვა მოდელის ჭაღების და ბრების მონტაჟი
  • მწყობრიდან გამოსული როზეტების და ჩამრთველების გამოცვლა
  • ცენტრალური ამომრთველების ქსელის მოწესრიგება
  • დაზიანებული გამანაწილებელი კოლოფების აღდგენა
  • ბუნებრივი და მხუთავი აირის კომპლექსური დეტექტორის მონტაჟი
  • დამიწების კონტურის მოწყობა და ა.შ

აგრეთვე ჩვენი სპეციალისტი დაგეხმარებათ მშენებარე ბინების, სხვადასხვა ობიექტების ელექტრული წერტილების განლაგებასა და დაგეგმარებაში, აგრეთვე შევასრულებთ სამონტაჟო სამუშაოების სრულ პაკეტს.

ფასი ხარისხის შესაბამისი, შესრულებული სამუშაოს ჩაბარების ვადა უმოკლესი.

ჩვენთან მომსახურება და ურთიერთობა ხარისხიანი მომსახურების გარანტიაა!

ჩვენი სერვისი თბილისში

ჩვენი სერვისი თქვენთვის ხელმისაწვდომია ყოველდღე 9-00-დან 23-00 საათამდე. ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ ნებისმიერი სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებაში: დაწყებული მარტივი სამუშაოთი როგორიცაა ნათურის ან როზეტის გამოცვლა, ჭაღის აწყობა, შემდეგ ჭაღის ჩამოკიდება და გაცილებით უფრო რთული სამონტაჟო სამუშაოებით რაც გულისხმობს ნებისმიერი ობიექტის დაქსელვას, სხვადასხვა სახის დეფექტების და გაუმართაობის მოგვარებას.

ხელოსანი უნდა იყოს პროფესიონალი საკუთარ საქმეში, მას უნდა გააჩნდეს მრავალწლიანი გამოცდილება სამონტაჟო საქმიანობაში და ამავდროულად ელექტროობის ხელოსანი უნდა გამოირჩეოდეს უდიდესი პასუხისმგებლობით.

ელექტრიკოსი

ჩვენი ელექტრიკოსი გამოძახებით უამრავი უპირატესობით გამოირჩევა რაც გვაძლევს დიდ მოტივაციას და მზად ვართ მივაწოდოთ ჩვენი სანდო სერვისი თბილისის მთელს მოსახლეობას:

  • ლიცენზირებული ელექტრიკები;
  • უფასო კონსულტაცია ტელეფონით;
  • სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა;
  • გადახდა მხოლოდ გაწეული მომსახურების დასრულების შემდეგ;
  • გარანტირებულად შესრულებული სამონტაჟო სამუშაოები;
  • საჭირო დიაგნოსტიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა;
  • პროფესიონალი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი;
  • ხელმისაწვდომი სერვისი და ფასები.

ჩვენ ვცდილობთ ყველა ამ პუნქტის უნაკლოდ შესრულებას: ელექტროობის შეკეთება ხერხდება იმის ხარჯზე რომ ჩვენი თანამშრომლები დაკომპლექტებულები არიან ყველა საჭირო ინსტრუმენტით და სახარჯი მასალით.

ხელოსანი აღნიშნავს - გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ პროფესიონალური ხელსაწყოებით და აღჭურვილობით დაკომპლექტებული სპეციალისტი ძალიან სწრაფად ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას, რითაც დამკვეთი კმაყოფილი რჩება და ამავდროულად გუნდიც მეტ გამოძახებას ითვისებს.

ჩვენს გუნდში არ არის ადგილი ოპერატორებისთვის, მენეჯერებისთვის, ამზომველებისთვის, მოადგილეებისთვის, მდივნებისთვის და იმ სხვა პერსონალისთვის, რომლებსაც არანაირი შეხება არ გააჩნიათ ნახსენებ სფეროსთან. ზარების მიღებიდან დაწყებული სამუშაოს შესრულებით დამთავრებული სრულ ამ ცილკში ჩართულია პროფესიონალი სპეციალისტი მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით.

შესაბამისად, ჩვენი მომსახურების ღირებულება ხელმისაწვდომია თბილისის მაცხოვრებლების უმეტესობისთვის, შეკვეთების რაოდენობა არაა ჩვენი პრიორიტეტი, მაგრამ სერვისი მუდმოვად ცდილობს შეინარჩუნოს ხელმისაწვდომი ფასები და შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი.

როგორ მოვახერხოთ კარგი სპეციალისტის მოძიება თბილისში პროფესიონალური მომსახურებისთვის?

თუ თქვენ გაგიჭირდათ აღნიშნული სპეციალისტის მონახვა და საკუთარ ბინაში სამონტაჟო სამუშაოების წამოწყება, ჩვენი რჩევაა არასოდეს არ მიანდოთ ეს საქმე საერთო სამშენებლო საქმიანობით დაკავებულ ხელოსანს.

ჩვენი გამოცდილი თანამშრომელი ყოველთვის შემოგთავაზებთ და გაგარკვევთ იმაში, რომ საქმე ხორციელდება რამდენიმე ვარიანტით, ადვილად შეაფასებს ობიექტს და ჩამოწერს საჭირო მასალების რაოდენობას, გამოთვლის ობიექტის მაქსიმალურ დასაშვებ დატვირთვებს და ასევე ადვილად გაერკვევა თქვენს მიერ მიწოდებულ ნახაზში(პროექტში), ამ ყველაფრის შემდეგ დამკვეთი რწმუნდება, რომ მისი ბინის თუ ობიექტის გაკეთება სანდო ხელშია. თუ თქვენ გჭირდებათ გამოცდილი ხელოსნის მიერ შესრულებული, მაშინ ჩვენი საიტი არის ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფი გადაწყვეტა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის პროფესიონალურ დონეზე მოსაგვარებლად ბინაში, ოფისში, აგარაკზე და სამრეწველო შენობებში. მომსახურების ფასი ინდივიდუალურია.

ჩვენი შემოთავაზება

თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ გლდანში, ვარკეთილში, საბურთალოზე, დიღომში, ავლაბარში, დიდ დიღომში, პლეხანოვზე, სოფელ დიღომში, სანზონაში, დიღმის მასივში, ვაზისუბანში, ვაკეში, ვერაზე, მთაწმინდაზე, ბაგებში, ავჭალაში, სამგორში, თემქაზე, დიდუბეში, ვაშლიჯვარში, ნახალოვკაში, მუხიანში, ისანში, მეტრომშენში, ლილოში, ფონიჭალაში, ორთაჭალაში, აფრიკაში და ა.შ. eleqtriki gamodzaxebit.

4.9

Google ბიზნესის რეიტინგი

226

Google ბიზნესის შეფასებები

20+

წელი გამოცდილება

4

გუნდის წევრი

ელექტროობის ბოლო სიახლეები

აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი სიახლეები.

ჭაღის ჩამოკიდება

ჭაღის ჩამოკიდება

ჭაღის ჩამოკიდება თბილისში შეიძლება ჭაღის ჩამოკიდება მარტივადაც კი მოგეჩვენოთ მარა დაგვერწმუნეთ ამ საქმეს პატარა გამოცდილება ჭირდება. დღეს

სრულად ნახვა
ელექტრული ძალა

ელექტრული ძალა

ელექტრული ძალის ბუნებრივი გამოვლინებები ადამიანისათვის დიდი ხანია ცნობილია.

სრულად ნახვა
ისტორია ელექტროობის შესახებ

ისტორია ელექტროობის შესახებ

ელექტრული პროცესების შესახებ პირველად ჯერ კიდევ ძველ დროში შეიტყვეს. ეს არის ყველასათვის ცნობილი ცდა ბეწვის სტატიკური მუხტის შესახებ. ოღონდ

სრულად ნახვა
სადენების რჩილვა („დაპაიკება“) და მიდუღება

სადენების რჩილვა („დაპაიკება“) და მიდუღება

რჩილვასა და მიდუღებაში იგულისხმება შექმნილი მიმდევრობითი შეერთების მონოლითურობა და მაქსიმალურად შესაძლო გამტარობა.

სრულად ნახვა
Электрик по вызову

Электрик по вызову

ВЫЗВАТЬ ЭЛЕКТРИКА В ТБИЛИСИ Наш электрик по вызову работает для вас 7 дней в неделю с 9:00 до 23:00 в любом из районов Тбилиси. Основная

სრულად ნახვა
დაპრესვა და ხრახნული შეერთება

დაპრესვა და ხრახნული შეერთება

რაც შეეხება დაპრესვას და ხრახნული შეერთებას, აქ იგულისხმება დამაკავშირებელი სადენების ერთმანეთთან იმდენად ძლიერი მოჭერა, რომ შეერთების

სრულად ნახვა
ელექტრიკოსის პროფესიის გამოჩენის ისტორია

ელექტრიკოსის პროფესიის გამოჩენის ისტორია

როგორ წარმოიშვა პროფესია? როგორ ვითარდებოდა პროფესია?

სრულად ნახვა
ელექტრიკოსის პროფესიის „უხილავი საფრთხეები“

ელექტრიკოსის პროფესიის „უხილავი საფრთხეები“

პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები. სირთულეები და თავისებურებები.

სრულად ნახვა
პროფესია

პროფესია

სანდო სერვისი გამოცდილი ელექტრიკოსი გამოძახებით თბილისში გთავაზობთ ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უმაღლესი დონის, სწრაფ და ხარისხიან

სრულად ნახვა
თვითდამჭერი საკლემე ბლოკი WAGO

თვითდამჭერი საკლემე ბლოკი WAGO

როგორ გავარჩიოთ ყალბისგან: არსებობს გამტარებისა და სადენების შეერთების რამდენიმე ხერხი რომლებსაც აქტიურად იყენებს ჩვენი ხელოსანი.

სრულად ნახვა
ელექტროგაყვანილობის ნაირსახეობები

ელექტროგაყვანილობის ნაირსახეობები

შენობაში არსებული ელექტროგაყვანილობა, ეს იქნება ბინა, კოტეჯი თუ აგარაკი, არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინჟინრული კომუნიკაცია. დღესდღეობით

სრულად ნახვა
რატომ იკრძალება სადენების გადაგრეხვა

რატომ იკრძალება სადენების გადაგრეხვა

ელექტროდანადგარების მოწყობის წესების თანახმად სადენებისა და კაბელების შეერთება უნდა განხორციელდეს შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთით:

სრულად ნახვა

ჩვენი სერვისები

გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას და ხარისხის მაღალ დონეს.

  • ბინაზე მომსახურება

  • ჩვენი ხელოსანი მოგიგვარებთ ელექტროობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი დონის და სირთულის პრობლემას.
  • შავი კარკასის დაქსელვა

  • ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თქვენი ბინის ელ.წერტილების განლაგებასა და დაგეგმარებაში, აგრეთვე შევასრულებთ სამონტაჟო სამუშაოების სამივე ეტაპს.
  • ელ.კარადების აწყობა მონტაჟი

  • ჩვენ დაგიგეგმავთ აგიწყობთ, დაგიმონტაჯებთ და გაგიმართავთ ნებისმიერი დატვირთვის მქონე გამანაწილებელ შიდა და გარე მონტაჟის კარადებს.
  • რეტრო სტილის ელ/გაყვანილობა

  • ფაიფურის იზოლატორების, როზეტების, ჩამრთველების, გამანაწილებელი კოლოფების და დეკორატიული სადენის გამოყენებით ჩვენი სპეციალისტი დაგიმონტაჯებთ რეტრო სტილის ელ/გაყვანილობას.

ტელევიზორის საკიდები პლუს მონტაჟი

შეარჩიეთ სასურველი ტელევიზორის საკიდები და დაგვიკავშირდით: 593-93-45-45

ტელევიზორის საკიდი TSF-003

ტელევიზორის საკიდი TSF-003

ფასი: 40 ლარი

მოდელი: TSF-003

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის სამაგრი

ტელევიზორის სამაგრი

ფასი: 50 ლარი

მოდელი: B4-3

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: მეტალი

ტელევიზორის სამაგრი

ტელევიზორის სამაგრი

ფასი: 80 ლარი

მოდელი: C3-1

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი მოდელი C4

ტელევიზორის საკიდი მოდელი C4

ფასი: 70 ლარი

მოდელი: C4

ტიპი: მოძრავი სამ მკლავიანი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი მოდელი D1

ტელევიზორის საკიდი მოდელი D1

ფასი: 100 ლარი

მოდელი: D1

ტიპი: ჭერზე დასაკიდი ჩამოსაშვები (ვერტიკალური)

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი მოდელი D2

ტელევიზორის საკიდი მოდელი D2

ფასი: 120 ლარი

მოდელი: D2

ტიპი: ჭერზე დასაკიდი ჩამოსაშვები (ვერტიკალური)

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის კედელზე დასამაგრებელი

ტელევიზორის კედელზე დასამაგრებელი

ფასი: 45 ლარი

მოდელი: B3-1

ტიპი: მოძრავი

მაქს.დატვირთვა: 30 კგ

მასალა: მეტალი

ტელევიზორის საკიდი TSF-004

ტელევიზორის საკიდი TSF-004

ფასი: 50 ლარი

მოდელი: TSF-004

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

საკიდი კრონშტეინი

საკიდი კრონშტეინი

ფასი: 50 ლარი

მოდელი: C2-1

ტიპი: ნახევრადმოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: ფოლადი

ტელევიზორის საკიდი TSF-001

ტელევიზორის საკიდი TSF-001

ფასი: 20 ლარი

მოდელი: TSF-001

ტიპი: ფიქსირებული

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: ფოლადი

საკიდი

საკიდი

ფასი: 40 ლარი

მოდელი: A4-2

ტიპი: მოძრავი

მაქს.დატვირთვა: 20 კგ

მასალა: მეტალი

ტელევიზორის საკიდი

ტელევიზორის საკიდი

ფასი: 100 ლარი

მოდელი: C4-1

ტიპი: მოძრავი რეგულირებადი

მაქს.დატვირთვა: 40 კგ

მასალა: მეტალი

რატომ ირჩევს ხალხი ჩვენ მომსახურებას ?

ელექტრიკოსი

ჩვენი წარმატების საიდუმლო მუხლჩაუხრელი შრომაა. ბევრს ვმუშაობთ, ბევრს ვცდილობთ, ვსწავლობთ, ვზრუნავთ განვითარებაზე, ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს. ჩვენი სპეციალისტი პროფესიონალია და ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ იმას, რასაც მომხმარებელს ვპირდებით და ყოველთვის ვცდილობთ, რომ საქმე შესრულდეს ხარისხიანად და გავაკეთოთ დაპირებულზე მეტი. ამიტომაც, ჩვენი გუნდი საუკეთესო პარტნიორია თქვენი ბიზნესისა თუ ოჯახისთვის.

შევეცადეთ აღგვეწერა ის კრიტერიუმები, რაც გამოგვარჩევს სხვებისგან:

1. ჩვენი გამოცდილი სერვისი და მისი გუნდი საიმედოა. ჩვენი მიზანია დამკვეთთან ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა, რასაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორების დიდი ჩამონათვალი და შესრულებული სამუშაოების რაოდენობა.

2. ჩვენი გუნდი პირველ რიგში დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან. მომხმარებლებისგან დასმული შეკითხვების დროს, ჩვენგან არ არსებობს“არ ვიცით“ან“არ შეგვიძლია“. ჩვენ - ვიცით და შეგვიძლია.

3. იმიჯი - ჩვენი მთავარი მარკეტინგული იარაღია. ორ მესამედზე მეტი ახალი დამკვეთი ჩვენთან რეკომენდაციით მოდის. ხშირ შემთხვევებში მუშაობა გარკვეულ რთულ სიტუაციებში გვიწევს, ჩვენთვის წამგებიან გადაწყვეტილებასაც ვიღებთ საიმისოდ, ოღონდ კი დამკვეთი კმაყოფილი დარჩეს.

4. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი საქმიანობა არ წარმოადგენს მარტივ სამუშაოს, ჩვენ თამამად ვაქვეყნებთ განცხადებას და თამამად ვიწყებთ დეფექტის და გაუმართაობის აღმოფხვრას.

5. ჩვენ დამოუკიდებელი გუნდი ვართ. ჩვენ არ ვართ დაკავებულნი გაყიდვებით ან მარკეტინგით, რაც ნიშნავს თანაბრად კარგ და მიუკერძოებელ მიდგომას ნებისმიერი პროექტის მიმართ.

6. ჩვენი მომსახურება და საქმიანობა არ არის ყველაზე იაფი, მაგრამ არც ყველაზე ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე საუკეთესოა.

7. ჩვენ განვითარებადი გუნდი ვართ.

ჩვენი გუნდი

აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენი სერვისი

ჩვენთან მომსახურება ხდება მაღალი სტანდარტების დაცვით, ვართ გუნდი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. უკვე 20 წელზე მეტია, აღნიშნულ სფეროში ვმუშაობთ და ვახორციელებთ მომსახურებას მთელი თბილისის მასშტაბით. დამკვეთთან ურთიერთობაში ჩვენი მთავარი იარაღი პუნქტუალურობა, ცოდნა და გამოცდილებაა.

გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი სპეციალისტებით, რაც გვაძლევს დიდ ამბიციას და ამავე დროს, მოტივაციას. ამას კარგად ამჩნევს დამკვეთი.

ბუნებრივია, ჩვენი მთავარი მიზანი დიდი რაოდენობის დაკვეთის მიღებაა, მძაფრი კონკურენციიდან გამომდინარე კი, ამის მიღწევა საქმისადმი ბანალური მიდგომით შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიხელმძღვანელოთ უმაღლესი სტანდარტებით და არ დავთმოთ ბაზარზე პირველობა.

ალბათ, შესწრებიხართ ამა თუ იმ საქმიანობაში გუნდური მუშაობის პრინციპების უგულვებელყოფას და გინახავთ მისი სავალალო შედეგი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მიდგომა ამ მხრივ სანიმუშოა და გამორიცხავს, ყოველგვარ უსიამოვნო მოულოდნელობას.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მომსახურება მოგიგვარებთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას, ეს იქნება ქსელის აღდგენა თუ ამ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

სამუშაოები თბილისში და მის შემოგარენში

ჩვენთან სამუშაოები ხორციელდება უმოკლეს დროში და კონკურენტუნარიან ფასებში, უახლესი ტექნოლოგიების, მასალებისა და საზომი ხელსაწყოების გამოყენებით. ბინაზე მომსახურება ხელმისაწვდომია თბილისში, მის შემოგარენში და მთელს საქართველოში. ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს.

ელ.მონტაჟი - დიზაინი, დემონტაჟი, მონტაჟი და სხვა სარემონტო სამუშაოების ერთობლიობა, მიზნად ისახავს ობიექტის სრულ ელექტრულ აღჭურვას, სხვადასხვა მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენებისთვის. სერვისი გთავაზობთ სრულ პაკეტს, ელექტროპროექტირებიდან ელექტრომოწყობამდე.

როგორ ხდება მომსახურეობა კომპანია "ELWORK"-ში - აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებენ სპეციალისტები მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით და მოქმედი სერტიფიკატებით. ამავდროულად, ისინი იცავენ შრომის დაცვის წესებს, კარგად იციან სხვადასხვა ტიპის ოპერაციების შესასრულებლად საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნები, კითხულობენ ნებისმიერი სირთულის ელ.დიაგრამებს, სქემებს, ნახაზებს და იციან როგორ გამოიყენონ კონკრეტული ოპერაციის შესასრულებლად საჭირო სპეციალური დანიშნულების ინსტრუმენტი რომელსაც სისტემების დამონტაჟება ითვალისწინებს.

ჩვენ შევასრულებთ შემდეგ სამუშაოებს:

  1. ელექტრო, ტელეფონის, სატელევიზიო სადენების და ასევე ლოკალური ქსელების გაყვანა;
  2. ნებისმიერი სირთულის ელ.ფარის აწყობა;
  3. სანათი სისტემების, როზეტების, ჩამრთველების და გარე განათების მონტაჟი;
  4. არასასურველი და მოძველებული ელ.ქსელის, აპარატურის და მოწყობილობების დემონტაჟი;
  5. ელ.მრიცხველის დაყენება;
  6. ელ.გაყვანილობის შეცვლა;
  7. ძირითადი მომარაგების წყაროს გადართვა, შეცვლა და გადატანა;
  8. სასართულე ელ.ფარების, გამანაწილებელი ყუთის და საკომუნიკაციო ქსელის მონტაჟი;
  9. ელ.მოწყობილობების და ტექნიკის მონტაჟი;
  10. ელ.ქსელის გაუმართაობის აღმოფხვრა-შეკეთება.
სამონტაჟო სამუშაოების ნიუანსები

ჩვენს მიერ აღნიშნული სამუშაოები იწყება დაგეგმვით. მხოლოდ ეს მიდგომა მოგცემთ საშუალებას ელ.დაქსელვა მოხდეს რაციონალურად. აღნიშნული სამუშაოების ხარისხიანად ჩასატარებლად ჩვენი მომსახურეობა მოიცავს სამუშაო ადგილზე ვიზიტს, რათა წინასწარ შესწავლილ იქნას სამუშაო ობიექტი.

ამის შემდეგ მომსახურეობა გრძელდება იმით, რომ შეირჩევა სამუშაოს შესრულების ტექნოლოგია, დაგეგმილი მიზნებისათვის საჭირო მასალები, ხელსაწყოები, მოწყობილობები და ინსტრუმენტები. შემდეგ ყველაფერი რაც საჭიროა სამუშაოს განსახორციელებლად, მიეწოდება ობიექტს ადგილზე.

ამავდროულად, ჩვენი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ ნორმატიულ-ტექნიკური წესებითა და დოკუმენტაციით რასაც მკაცრად ითვალისწინებენ მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში:

  1. ელ.მოწყობილობები და ნებისმიერი სხვა სამომხმარებლო ტექნიკა ქსელში ერთვება კონკრეტული ელ.მოხმარების მაჩვენებლების გათვალისწინებით;
  2. სადენები მონტაჟდება მხოლოდ ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად;
  3. სხვადასხვა ელ.მოწყობილობები, ჩამრთველები, როზეტები, გამანაწილებელი კოლოფები და მრიცხველები მონტაჟდება ისე, რომ მათი მომსახურება და პრაქტიკული გამოყენება მომხმარებლისთვის სამომავლოდ იყოს მარტივი და კომფორტული;
  4. როზეტები და რევერსული ჩამრთველები დგება წინასწარ გათვლილი და კარგად დაგეგმილი საკმარისი რაოდენობით;
  5. დიდი დატვირთვების მქონე მოწყობილობებისთვის გამოიყოფა ცალკეული ელე.ხაზი;
  6. სადენების ერთმანეთთან დაკავშირების წერტილები (გადაბმები) კეთდება ხარისხის სრული დაცვით;
  7. ტექნიკის მონტაჟი ხორციელდება მათი მწარმოებლის მიერ შემუშავებული ტექნიკურ-საეკსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ელ.სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება დგინდება ინდივიდუალურად კონკრეტული სამუშაო ობიექტის მიხედვით და დამკვეთთან ურთიერთ მოლაპარაკების და შეთანხმების შემდეგ.

ჩვენი სპეციალისტი იძლევა შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიას, მის მიერ მოწოდებული სერვისები არის ტექნიკური უსაფრთხოების ყველა წესისა და ნორმის დაცვით შესრულებული.

გამართული ელგაყვანილობა მშვიდი ცხოვრების გარანტი

აღნიშნული საქმე პერიოდულად ყველას გვჭირდება ხოლმე. გამართული ელ.გაყვანილობა ჩვენი მშვიდი და კომფორტული ცხოვრების გარანტია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაოები კვალიფიციური სპეციალისტის მიერ ჩატარდეს.

ბინაში სარემონტო სამუშაოების დაწყებისთანავე ერთვება პროცესში. უფრო მეტიც, სწორედ მასთან შეთანხმებით ხდება ოთახების გარემონტება-მოპირკეთება. ელ.გაყვანილობა, ჩამრთველ-გამომრთველისა და როზეტების, ელ.მრიცხველის დამონტაჟება რემონტის პირველსავე სტადიაზე ხდება. ეს ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად უნდა იყოს გათვლილი. ანუ რემონტის დაწყებამდე უნდა განსაზღვროთ, სად და რამდენი სანათი გჭირდებათ, სად დადგამთ მაცივარს თუ სარეცხის მანქანას, სად გჭირდებათ დამატებით როზეტები წვრილი ტექნიკისთვის. გარდა ამისა, თავიდანვე უნდა განსაზღვროთ, ესა თუ ის როზეტი რა დატვირთვით იმუშავებს, რომ შესაფერისი მოდელი შეგირჩიოთ ხელოსანმა.

დაგჭირდებათ ყოველთვის, მიუხედავად იმისა, შავი კარკასის მდგომარეობის ბინის გარემონტებას აპირებთ თუ ძველი რემონტის გაახლებას.

მაშინაც კი, თუ მოულოდნელად როზეტი აალდა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტი იყოს მაღალკვალიფიციური, რომელიც სწორად დაადგენს მიზეზს და მარტივად და სწრაფად აღმოფხვრის პრობლემას.

სპეციალისტი ბევრია, მაგრამ რამდენად პროფესიონალია უმეტესობა, ეს სადავო საკითხია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ელგაყვანილობის მცირე დაზიანების გამო, თუნდაც უხარისხო როზეტის მიზეზით, ვაიხელოსანი მთელი კედლის გათხრას გირჩევთ დაზიანების წყაროს აღმოსაჩენად. არადა, ამ პრობლემის მოგვარება სავსებით მარტივად შეიძლებოდეს შესაფერისი როზეტის დამოტაჟებით. ასევე აღსანიშნავია კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაო - შეიძლება ელგაყვანილობის ყველა ატრიბუტი მაღალი ხარისხის იყოს, მაგრამ ხელოსნის ზერელე დამოკიდებულების გამო მალე გამოვიდეს მწყობრიდან.

რა მოეთხოვება პროფესიონალ სპეციალისტს

სპეციალისტი ამ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • უნდა შეეძლოს ელ.მომარაგების სქემის შედგენა;
  • სწორად გამოთვალოს სადენების ქსელები, მათი გაყვანის ნორმების დაცვით;
  • ზედმიწევნით სწორად შეარჩიოს აღჭურვილობა, სადენების სექციები, დამცავი მოწყობილობები და ა.შ.
  • სადენების მონტაჟი;
  • სპეციალისტი უზრუნველყოფს ბინის ელ.ქსელში ჩართვას;
  • ელ.მრიცხველის დაყენებას;
  • დამიწების მონტაჟს;
  • ჩამრთველ-გამომრთველის დაყენებას და შეცვლას;
  • უნდა შეძლოს ელექტროობის შეცვლა მთლიანად.

როგორ განვსაზღვროთ ელ.ატრიბუტების მდებარეობა

ჩამრთველ-გამომრთველი და როზეტი ოთახში ისეთ ადგილას უნდა განათავსოთ, რომ გაღებული კარი არ ფარავდეს მათ. უმჯობესია, პირველი მათგანი ხელის გაწვდენაზე იყოს, რომ ჩაბნელებულ სივრცეში შესვლისას ბრმად და მარტივად შეძლოთ სინათლის ანთება.

ევროპული სტანდარტით, ჩამრთველ-გამომრთველი იატაკიდან 80-90 სმ-ზე მონტაჟდება, როზეტები კი - 20-30 სმ-ის დაშორებით. თუმცა აუცილებელი არაა ევროსტანდარტის გათვალისწინება, შეგიძლიათ თქვენი შეხედულება და მოთხოვნები გაუზიაროთ ხელოსანს.

როგორი სადენები არსებობს?

სპეციალისტი დაგეხმარებათ, მასთან ერთად შეარჩიოთ შესაფერისი სადენები. ის უნდა შეირჩეს ისეთი, რომ ძაბვამ მათი გადახურება არ გამოიწვიოს და მოწყობილობებისთვის საჭირო დონე უზრუნველყოს.

ელ.სადენები ერთმანეთისგან განსხვავდება:

  1. მასალით;
  2. გამტარობით;
  3. მოქნილობით;
  4. თბოგამძლეობით;
  5. იზოლაციის ტიპით;
  6. ერთფაზიანი ან სამფაზიანი ნულოვანი და დამიწების სადენით.

სწორედ ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ ამ საკითხების სწორად განსაზღვრასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში. აქვე გეტყვით, რომ სასურველია, მთელ ქსელში ერთი მასალის სადენები იყოს გამოყენებული - ან მხოლოდ ალუმინის, ან მხოლოდ სპილენძის. ანუ არაა სასურველი სხვადასხვა მასალის სადენების გადაბმა.

შენიღბული სადენები

ხელოსანი უზრუნველყოფს სადენების სპეციალურ არხებში განთავსებას, რომლებსაც ზემოდან ცემენტით ლესავენ. გარე ფაქტორებისგან მეტად დაცვის მიზნით არცთუ იშვიათად სადენებს ფოლადის ან გოფრირებულ მილებში ათავსებენ.

რასაკვირველია, მსგავსი მეთოდი მეტად იცავს თავად სადენსაც და ჩვენც, მაგრამ მისი ნაკლი ისაა, რომ ამა თუ იმ მიზეზით დაზიანებული სადენის გამოსაცვლელად მთელი კედლის გათხრა და მერე ხელახლა გალესვა ხდება საჭირო.

სად ვიპოვოთ პროფესიონალი ხელოსანი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერ ჩვენგანს აუცილებლად დასჭირდება ხშირად ან იშვიათად. ეს ისეთი სფეროა, ბრმად ვერავის ენდობი, რადგან ხელოსნის დაუდევრობამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს. ერთი სიტყვით, ჩვენ გვჭირდება ნამდვილი პროფესიონალი!

მეორე საკითხია ის, რომ ეს საქმიანობა არცთუ ისე იაფად ფასობს, გარანტიას კი არავინ იძლევა, რომ ძვირად ღირებული მომსახურების შედეგად ხანგრძლივი ვადით მშვიდად ცხოვრებას შეძლებთ. თუ სოცქსელში შესაბამის ჯგუფებში კომენტარებს გადახედავთ, აღშფოთებულ და იმედგაცრუებულ მომხმარებლებს მრავლად წააწყდებით.

მჭირდება ბინაზე მომსახურება - მსგავს განცხადებებს ყოველდღე ნახავთ და რეკომენდატორებიც არ აყოვნებენ, თუმცა, უმეტესად, საკუთარ არაკვალიფიციურ ნათესავ-მეგობრებს აქებ-ადიდებენ. გირჩევთ:

არ ენდოთ უცხო ადამიანების რეკომენდაციებს;

ფსონი დადეთ ისეთ ხელოსნებსა თუ მსგავსი სფეროს კომპანიებზე, რომლებსაც საკუთარი საიტი აქვთ, სადაც იმ მომხმარებელთა შეფასებებია ასახული, რომლებმაც თავად ისარგებლეს აღნიშნული სპეციალისტების სერვისით.

თუ ბინაზე მომსახურეობა გჭირდებათ, შეგიძლიათ თამამად გვენდოთ. ჩვენი ხელოსნები ღრმადგანსწავლულობითა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით გამოირჩევიან. ჩვენ კარგად ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და არასოდეს შევუქმნით საფრთხეს თქვენს სიცოცხლეს.

ჩვენი სპეციალისტის ბინაზე სერვისი სრული აღჭურვილობით და დროულად ხდება. მნიშვნელობა არა აქვს, რა სირთულის სამუშაოა შესასრულებელი - ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ მარტივად მოვაგვაროთ თქვენი პრობლემები.

ჩვენ მიერ მომსახურეობა ითვალისწინებს როგორც კონსულტაციას, ისე დიაგნოსტიკას, მოსამზადებელ და სამონტაჟო საქმიანობას. ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად შევადგენთ გეგმას, როგორ გავიყვანოთ ელ.სადენები თქვენს ბინაში და ასევე, უმოკლეს დროში შეგიცვლით წყობიდან გამოსულ ელ.მოწყობილობებს.

საქმე, რომელიც მხოლოდ პროფესიონალს უნდა ანდოთ!

კვალიფიციური ხელოსანი თბილისში ნამდვილად რთული მოსაძებნია. ამ პროფესიის ადამიანი, ფაქტობრივად, სხვების სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, ვინაიდან ყველას კარგად მოგვეხსენება, რა სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ელ.სადენების გაუმართაობამ.

პროფესიონალი ოჯახის სპეციალისტი პროფესიულ ცოდნასთან ერთად უნდა ფლობდეს შემდეგ თვისებებს:

  • პასუხისმგებლობა;
  • აკურატულობა;
  • კონცენტრაციისა და სიფრთხილის უნარი.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ სპეციალობის ადამიანის გამოძახებისას: სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ხელოსნები სამუშაო ობიექტზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდებიან ხოლმე. როცა საქმე ინტერიერის მოპირკეთებას ეხება, შესაძლოა მათი დაუდევრობის შედეგად უბრალოდ დეფექტიანი ან ულამაზო სურათი მიიღოთ, რაც გამოსწორებადია, მაგრამ არაფხიზელ მდგომარეობაში ელექტროობასთან კონტაქტმა კი შეიძლება საკუთრივ მისთვის ან მოგვიანებით შემკვეთისთვის მეტად ტრაგიკული შედეგი გამოიღოს. ამიტომ არამც და არამც არ ანდოთ თუნდაც ოდნავ შეზარხოშებულ სპეციალისტს საქმე.

სახლის ხელოსანი ძირითადად შემდეგი სახის პრობლემებისას გვჭირდება ხოლმე:

  • როცა როზეტები, ჩამრთველ-გამომრთველები ან სადენები ნაპერწკლებს ყრის;
  • ძაბვის ცვალებადობა აღინიშნება ბინაში თუ ოფისში;
  • ელ.სადენების გაუმართაობის გამო მსხვილი ტექნიკა წყობიდან გამოდის;
  • მთელ სახლში (ოფისში) ელ.ენერგია ითიშება;
  • ბინაზე სერვისი აუცილებელი ხდება, როცა საეჭვო დამწვრის სუნი დგას;
  • დამცავი ელ.მოწყობილობები მალ-მალე აქტიურდება;
  • მოკლე ჩართვა ხდება.

ასევე - ელ.დაქსელვა როცა გვჭირდება. ეს პროცესი კი რემონტისას ერთ-ერთი პირველი, აუცილებელი ეტაპია. სპეციალისტთან წინასწარ უნდა განიხილოთ, სად რის განთავსებას აპირებთ, რომ მან ზუსტად შეადგინოს სქემა და ისე გაანაწილოს სადენები.

როცა დამონტაჟება არაპროფესიონალის მიერ ხდება, მრავალი ნიუანსი რჩება ყურადღების მიღმა და ასეთ დროს ადამიანებს უწევთ დამაგრძელებლების გამოყენება, რადგან თავის დროზე არ განისაზღვრა საჭირო რაოდენობის როზეტები; ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაუდევრად შესრულებული სამუშაოს გამო მუდმივად გექნებათ პრობლემები ელექტროობასთან დაკავშირებით, ეს კი რამდენად სახიფათოა, თავადაც მოგეხსენებათ.

კარგი ხელოსანი ამ ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, არ გირჩევთ ფულის დაზოგვას ისეთ ერთი შეხედვით მარტივ საკითხზე, როგორიცაა როზეტებისა თუ ჩამრთველ-გამომრთველის დაყენება - სჯობს ეს საქმეც პროფესიონალს ანდოთ, რომელიც ყველა პარამეტრის გათვალისწინებით დაამონტაჟებს მათ და წინასწარ კონსულტაციასაც გაგიწევთ, ზემოხსენებული აქსესუარების ყიდვისას რას მიაქციოთ ყურადღება, ვინაიდან როზეტებისა და ჩამრთველ-გამომრთველის მწყობრიდან მალე გამოსვლის მიზეზი უამრავი დეტალი შეიძლება გახდეს. აქვე შემოგთავაზებთ ინფორმაციას მათ შესახებ.

როგორ შევარჩიოთ როზეტები?

სპეციალისტი გირჩევთ, საფუძვლიანად შეარჩიოთ ეს ატრიბუტი. ბაზარზე სხვადასხვა სახისა და ფასის როზეტებს შეხვდებით. იაფფასიანში, უმეტესად, უხარისხო პლასტმასის შენადნობი და ჩვეულებრივი ფოლადია, რაც სუსტ კონტაქტს განაპირობებს დენის წყაროსთან და შესაძლოა ნაპერწკლები გაყაროს. უმჯობესია ისეთი როზეტები შეარჩიოთ, რომლებიც თერმოპლასტისგანაა დამზადებული. ძალიან გამძლეა და არც ყვითლდება დროთა განმავლობაში.

ასევე, რეკომენდაციას უწევენ ისეთი მაღალხარისხიანი შენადნობის მქონე როზეტებს, როგორებიცაა სპილენძი, ბრინჯაო და პალადიუმი. ასევე, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მასთან იმის თაობაზე, თუ კონკრეტული როზეტი რომელი ელ.მოწყობილობისთვის გჭირდებათ.

არსებობს ასევე როზეტები ჩამკეტებით. ეს მეტი უსაფრთხოებისთვისაა გათვალისწინებული, უმეტესად, ცნობისმოყვარე ბავშვების დასაცავად, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა საფრთხე შეიძლება შეექმნათ ნახვრეტებში ჩხირების შეყრისას.

სამზარეულოსა და სააბაზანოში რეკომენდებულია უფრო ფართოთარჩოიანი როზეტის დაყენება, რომელსაც დამატებითი დამცავი გააჩნია.

როგორ შევარჩიოთ ჩამრთველ გამომრთველი

ჩვენი მომსახურება მათ მონტაჟსაც ითვალისწინებს. რას ვაქცევთ ჩამრთველ-გამომრთველის ყიდვისას პირველ რიგში ყურადღებას? რა თქმა უნდა, მათ დიზაინს, ფერს.

როგორი ჩამრთველ გამომრთველები არსებობს?

  1. ერთღილაკიანი;
  2. ორღილაკიანი;
  3. სამღილაკიანი.

ძირითადად, პოპულარულია ერთღილაკიანი ჩამრთველ-გამომრთველები, თუმცა, თუ მრავალნათურიანი ჭაღი გაქვთ, მაშინ უმჯობესია რამდენიმეღილაკიანი დააყენოთ. შესაბამისად, თუ სტუმრები გყავთ და მთელი ოთახის მაქსიმალურად განათება გსურთ, ყველა ნათურას აანთებთ, სხვა შემთხვევაში კი - ნაწილს. ასე ელ.ენერგიასაც დაზოგავთ და კაშკაშა სინათლეც აღარ მოგჭრით თვალს.

ჩვენი სპეციალისტი ზედმიწევნით აკურატულად დააერთებს სადენებს ამ მოწყობილობასთან. სწორედ საქმის პროფესიონალს შეუძლია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩამრთველ-გამომრთველმა დიდხანს და გამართულად იმუშაოს.

ხელოსანი თბილისში შეიძლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდეთ, მაგრამ შეიძლება კი ყველას ნდობა? იძლებულნი ვხდებით, ახლობლების რეკომენდაციებს ვენდოთ, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ასეთი რეკომენდატორი არ გვყავს ან სასურველ ოსტატს არ სცალია?

თუ სპეციალისტის ბინაზე მომსახურეობა გსურთ, სჯობს კარგად გადაამოწმოთ, რამდენად მადლიერი მომხმარებლები ჰყავს ამა თუ იმ ხელოსანს. როგორც წესი, უბანში ასეთებს კარგად იცნობენ და მათ ავ-კარგსაც ადვილად შეიტყობთ.

თუმცა, თუ გამოძახება უცხო უბანში გსურთ, მაშინ აჯობებს ისეთი შეარჩიოთ, რომელიც კონკრეტულ კომპანიაში მუშაობს ან საკუთარი გვერდი აქვს სოციალურ ქსელში. როგორც წესი, კომპანიებში არაპროფესიონალებს არ ასაქმებენ.

შესაბამისად, მომსახურება ჩვენი თანამშრომლების მიერ პროფესიონალურად ხორციელდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არასდროს ვეკიდებით თუნდაც ერთი შეხედვით მარტივ საქმეს დაუდევრად და უგულისყუროდ.

სერვისი ჩვენს კომპანიაში ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ეს, უპირველესად, სწორედ იმ ნდობის ფაქტორითაა განპირობებული, რაც ჩვენს მომხმარებელს გააჩნია ჩვენდამი და ჩვენდა სასიხარულოდ და საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ასეთები რეკომენდაციებსაც არ იშურებენ ნაცნობ-მეგობრებში.

მოკლედ, თუ ელ.მომსახურება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით. შეკვეთების სიმრავლის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს საიმისო რესურსი, რომ დიდხანს არ ვალოდინოთ მომხმარებელი და დროულად და რაც მთავარია, ეფექტურად და მისაღებ ფასად მოვუგვაროთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პრობლემები.

პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია.


ელექტრიკის გამოძახება 555-45-33-66